Apartment

ქირავდება 6 ოთახიანი ბინა აბანოთუბანში - MyList.ge

თბილისი, ძველი თბილისი, საიათნოვა ა. ქ. 1
ფართობი 200 მ²
საძინებელი 0
სველი წერტილი 1

ქონების აღწერა

ქირავდება დუპლექსის ტიპის ბინა ახლად რეაბილიტირებულ გუდიაშვილის მოედანზე, თავისუფლების მოედნიდან 200 მეტრში. ფართი იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საოფისედ. უბანი მშვიდია, ქალაქის ხმაური არ იგრძნობა, ხოლო ირგვლივ ისტორიული ძეგლები განახლებულია. ბინასთან ახლოს მდებარეობს ყველა აუცილებელი ობიექტი: მეტრო, სავაჭრო ცენტრი, ავტობუსების გაჩერება, კინოთეატრი და ნარიყალას ციხე. ბინა აღჭურვილია დამოუკიდებელი შესასვლელით და მისი საერთო ფართი შეადგენს 170 კვ. მ.-ს. მასში არის 2 მისაღები ოთახი, დამოუკიდებელი სამზარეულო, 2 სველი წერტილი, 3 საძინებელი, აივანი და ვერანდა. ფართები განლაგებულია მე-2 და მე-3 სართულებზე. ყველა ოთახი ნათელია და ბინიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე. ბინა გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით და ყველა კომუნიკაცია ახალია. ბინა ადრე გაქირავებული იყო 3200 დოლარად, თუმცა ახლა ფასდაკლებით 2400 დოლარად გთავაზობთ. სააგენტოებთან თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი იქნება. განცხადების დაკოპირება აკრძალულია.