ქონების აღწერა
ქირავდება დუპლექს ტიპის ბინა გუდიაშვილის მოედანზე, თავისუფლების მოედნიდან 200 მეტრში. ფართი 170 კვ.მ. და იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საოფისედ. უბანი მშვიდია, ქალაქის ხმაურისგან დაცული, ხოლო ირგვლივ მდებარე ისტორიული შენობები რეაბილიტირებულია. ახლოს არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: მეტრო, სავაჭრო ცენტრი, ავტობუსის გაჩერება, კინოთეატრი და ნარიყალას ციხე.
ბინას აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და მოიცავს 2 მისაღებ ოთახს, დამოუკიდებელ სამზარეულოს, 2 სველ წერტილს, 3 საძინებელს, აივანსა და ვერანდას. ფართი განლაგებულია მე-2 და მე-3 სართულებზე, ყველა ოთახი ნათელია და უზრუნველყოფს ულამაზეს პანორამულ ხედებს ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე. გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით და კომუნიკაციები მთლიანად განახლებულია.
ბინა ადრე გაქირავებული იყო 3200 დოლარად, მაგრამ ახლა ხელმისაწვდომია 2400 დოლარად. სააგენტოებთან თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი იქნება. განცხადების დაკოპირება აკრძალულია.