ქონების აღწერა
დიღომი 7-ში იყიდება მაღალი ხარისხის მასალით აშენებული 600 კვ.მ კაპიტალური სამსართულიანი სახლი, რომელიც მოიცავს 1000 კვ.მ კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოს. სახლი შეიცავს ორ ფართო მისაღებ ოთახს, ხუთ საძინებელს, სამ სველ წერტილს, იზოლირებულ სამზარეულოს, საბილიარდე ბუხრიან ოთახს, მარანს და ორ მანქანას განკუთვნილ ავტოფარეხს.
იატაკზე განლაგებულია უმაღლესი ხარისხის ნატურალური ხის პარკეტი, ხოლო შიდა კიბეები და მოაჯირები ასევე ნატურალური ხისგანაა დამზადებული. სართულებს შორის კიბეები და ორი ბუხარი მოპირკეთებულია ნატურალური ქვით, რაც სახლს განსაკუთრებულ მახასიათებელს სძენს.
სახლი იდეალურად შენარჩუნებულია და გარემონტებულია. გარე სივრცეში მოწყობილია სპა-ზონა დიდი ჯაკუზით, საშხაპე (რომელიც გამოდგება საუნისთვის) და ფანჩატური. ეზო გამწვანებულია როგორც დეკორატიული მცენარეებით, ისე მსხმოიარე ხეხილის ხეებით.
ფასზე შესაძლებელია შეთანხმება.