ქონების აღწერა
**დიმი, ბაღდათი – 40 ჰექტარი მიწა ვენახისა და მეღვინეობის ინვესტიციებისათვის**
**მიწის ნაკვეთები**: 30.07.36.003, 30.07.36.002
**ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში გასაყიდადაა ორი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 40 ჰექტარი.** აქედან 28 ჰექტარზე გაშენებულია აკაციის ტყე, რომლის მოჭრა და ვენახის ბოძებად გამოყენება ან გაყიდვა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
**მიწა გამოირჩევა** სოფელ დიმთან ახლოს მდებარეობით, შესანიშნავი ლანდშაფტით, დიდ და ერთიან ფართობით და მევენახეობისათვის ხელსაყრელი პირობებით. ეს ფაქტორები მას განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს ვენახებისა და მეღვინეობის მიმართულებით. აღნიშნული ფართობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა რეგიონის მასშტაბით.
**დიმი და მისი შემოგარენი** იმერეთის ისტორიული მევენახეობის ზონა გახლავთ. რეგიონი ცნობილია ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშებით, როგორიცაა: **კრახუნა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და ციცქა.** განსაკუთრებით აღსანიშნავია **კრახუნა**, რომელიც ისტორიულად მჭიდროდ დაკავშირებულია დიმთან და წარმოადგენს იმერეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ ჯიშს.
**დიმი ასევე შედის** „ობჩას“ PDO (დაცული ადგილწარმოშობის დასახელება) ღვინის მიკროზონაში, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი მიმზიდველობა ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშების გაშენების, ხარისხიანი ღვინის წარმოების და გრძელვადიანი მეღვინეობის პროექტების განვითარების თვალსაზრისით.
**40 ჰექტარი მიწის ფართობი** საშუალებას იძლევა განვითარდეს მასშტაბური ვენახი, ღვინის საწარმო და მარანი, ასევე ქვევრის ღვინის წარმოება და ღვინის ტურიზმის მიმართულება.
**დიმის მეღვინეობის ტრადიცია, მიწის მდებარეობა და მასშტაბი** ქმნის განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობას მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
**დამატებითი ინფორმაციისთვის** შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად: +995 579 19 07 54.